საქართველოს პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ მოსახლეობას მიმართავს

გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების წინ საქართველოს მოსახლეობა მოუწოდებს მივიდეს არჩევნებზე და აიღოს პასუხისმგებლობა საქართველოს მომავალზე.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის მოსახლეობას არჩევნებზე მოსვლისაკენ მოუწოდებს.

"საქართველოში ძალაუფლების წყარო არის ხალხი. ხალხი ამ ძალაუფლებას არჩევნების გზით ახორციელებს, ამიტომ ჩვენ მივდივართ არჩევნებზე, რომ გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლო. ჩვენ მივდივართ არჩევნებზე იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი და გავაძლიეროთ დემოკრატია. თავისუფალი ხალხი თავისუფალ არჩევნებზე განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს, ამიტომ მივიდეთ არჩევნებზე და ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატობისთვის 8 ოქტომბერს 19 პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები იბრძოლებენ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება — 77 დეპუტატი პროპორციული სისტემით იქნება არჩეული, ხოლო 73 — მაჟორიტარული სისტემით.


ყველა ახალი ამბავი
0