ქართველმა მკლავჭიდელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 22 მედალი მოიპოვეს

© photo: Sputnik / German Shein / გადასვლა მედიაბანკშიტურნირი არმრესლინგში, საარქივო ფოტო
ტურნირი არმრესლინგში, საარქივო ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთო გუნდურ ჩათვლაში ქართველმა სპორტსმენებმა რუსეთის გუნდს დაუთმეს რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მკლავჭიდელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 10 ოქროს, 5 ვერცხლის და შვიდი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იტყობინება მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის ოფიციალური გვერდი

საერთო გუნდურ ჩათვლაში ქართველმა სპორტსმენებმა რუსეთის გუნდს დაუთმეს რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა. 

მესამე ადგილზე ყაზახეთის გუნდი გავიდა. ახალგაზრდულ ჩემპიონატში მსოფლიოს 60 ქვეყნის 1500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0