არჩევნები საქართველოში: პოლიცია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადაყვანილი

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსაპატრულო პოლიციის მანქანა
საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შაბათს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის პოლიცია გაძლიერებულ რეჟიმში იმუშავებს.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. პოლიცია საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისათვის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადაყვანილი, განაცხადა შსს-ს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა. 

„მინისტრის ბრძანებით, შსს-ს ყველა თანამშრომელი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება არჩევნების დღესთან დაკავშირებით, მათი უსაფრთხო ჩატარების მიზნით, იმისათვის, რომ ყველა ჩვენი რესურსი სათანადოდ იყოს მობილიზებული“, — ციტირებს ხუციშვილს შსს-ს პრესსამსახური. 

მანამდე, სექტემბერში, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა პოლიციელთა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც როგორც წინასაარჩევნოდ, ისე ხმის მიცემის დღეს აღკვეთენ ნებისმიერ პროვოკაციას. 

გარდა ამისა, შსს-ს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც მიმართულია მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ არჩევნების პერიოდში. 

 

ყველა ახალი ამბავი
0