ნობელის პრემია მშვიდობის დარგში კოლუმბიის პრეზიდენტს მიენიჭა

© photo : ohranka.comკოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი
კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნობელის კომიტეტმა აღნიშნა ძალისხმევა, რომელიც ხუან მანუელ სანტოსამ გასწია 50 წლიანი სამოქალაქო ომის დასრულებისათვის.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. 2016 წელს ნობელის მშვიდობის პრემია კოლუმბიის პრეზიდენტ ხუან მანუელ სანტოსს მიენიჭა ძალისხმევისათვის, რომელიც მან გასწია 50 წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დასრულებისათვის, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ნორვეგიის ნობელის კომიტეტზე დაყრდნობით. 

კოლუმბიის ხელისუფლებამ და ამბოხებულებმა კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალებიდან, 27 სექტემბერს ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებას, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს სამოქალაქო ომს ამ სამხრეთამერიკულ ქვეყანაში. 

ხელმოწერა საზეიმო ვითარებაში შედგა მრავალრიცხოვანი უცხოელი სტუმრის თანდასწრებით კოლუმბიის ქალაქ კარტახენაში.

ნობელის პრემია–2015: ოსლოში გამარჯვებული დაასახელეს - Sputnik საქართველო
ნობელის პრემია–2015: ოსლოში გამარჯვებული დაასახელეს
 

დოკუმენტს ხელი მოაწერეს კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა და ყოფილი ამბოხებულების ლიდერმა როდრიგო ლონდონიო ეჩევერიმ მეტსახელად „ტიმოშენკო“. 

მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას კოლუმბიელებმა რეფერენდუმზე უარი თქვეს მხარი დაეჭირათ ოთხწლიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ზავის დადების შესახებ, ორშაბათს კოლუმბიის პრეზიდენტმა გამოაცხადა ხელშეკრულების მოწინააღმდეგეებთან ახლი დიალოგის დასაწყისი და მაღალი დონის კომისია შექმნა. 

ხელისუფლება იმედოვნებს რომ მოახერხებს ისეთი ცვლილებების შეტანას 300 გვერდიან დოკუმენტში, რომელიც მისაღები იქნება როგორც ამბოხებულთათვის, ისე სამშვიდობო შეთანხმების მოწინააღმდეგეთათვის. 

შვედი გამომგონებლის ალფრედ ნობელის ანდერძის თანახმად, პრემია მშვიდობის გამყარებისათვის ერთადერთია მის მიერ დაწესებულ 5 პრემიას შორის, რომელიც გადაეცემა არა სტოკჰოლმში, არამედ ოსლოში. ლაურიატების დაჯილდოების ცერემონია ყოველთვის ერთი და იმავე დღეს — 10 დეკემბერს ტარდება. ნობელის პრემიის თანხა 8 მილიონ შვედურ კრონს შეადგენს (932 ათასი აშშ დოლარია)


ყველა ახალი ამბავი
0