გიორგი პაპავა: „სახელმწიფო შპს-ები კერძო ბიზნესთან ხშირად კონკურირებენ“
„ბიზნესში ჩარევაა, როდესაც სახელმწიფო შპს-ები იქმნება და ისინი პირდაპირ კონკურენციაში მოდიან კერძო სექტორთან. მაგალითად, სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლები აუცილებლად კერძო უნდა გახდეს, რადგან გამოცდილებამ გვაჩვენა, თუნდაც უმაღლესი სასწავლებლების შემთხვევაში, რომ კერძო უმაღლესები გაცილებით უფრო წარმატებულები არიან", — აღნიშნა გიორგი პაპავამ.
გიორგი პაპავამ თავისი ბლოკის ეკონომიკური ხედვები კერძო სექტორის წარმომადგენლებს წინასაარჩევნოდ სხვა წამყვან პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მრგვალი მაგიდის ფორმატში ამ კვირას გააცნო.