კატაფალკა, წითელი კუბო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფიტულით და ცოცხები გვირგვინების ნაცვლად — ოპოზიცურმა პარტია „ჩვენმა სამშობლომ“ სააკაშვილის „დაკრძალვის“ სახით აქცია-პერფომანსი ჩაატარა. Sputnik-ის ვიდეოში იხილეთ აქციის ამსახველი ვიდეოკადრები.
აქცია-პერფომანსი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის წინ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა წითელ კუბოზე შავი საღებავით დააწერეს ციფრი 5, ხოლო ცოცხებზე: „საქართველოს მოქალაქეებისგან“, „პოლიტპატიმრებისგან“, „რეპრესირებულებისგან“, „დევნილებისგან“, „ქუჩებში მოკლულებისგან“ და ა. შ.
ამის შემდეგ პარტია „ჩვენი სამშობლოს“ წევრებმა და მომხრეებმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს შენობასთან გადაინაცვლეს და კუბო შენობასთან დადგეს. მათ აშშ-ს მოუწოდეს, არ ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში.