კანონმდებლები ბიზნესის მოსაზრებებს უნდა იცნობდნენ

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროფესიული ასოციაციები საკანონმდებლო საქმიანობაში უფრო აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ, მიაჩნია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ილონა კოკიაშვილს.
კანონმდებლები ბიზნესის მოსაზრებებს უნდა იცნობდნენ

„ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია სამინისტროებთან და იმ უწყებებთან, რომლებიც ჩვენ საქმიანობასთან არიან დაკავშირებული. მომავალი პარლამენტისადმი ჩვენი სურვილია, რომ  პროფესიული ასოციაციები უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი საკომიტეტო განხილვებში, რადგან მათი აზრი დარგის განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია", — განაცხადა ილონა კოკიაშვილმა. 

 

ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებმა საკუთარი მოსაზრებები წამყვანი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მრგვალი მაგიდის ფორმატში გუშინ გააცნეს.

ყველა ახალი ამბავი
0