ჭყვიშში გალაკტიონისა და ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმს რესტავრაციას ჩაუტარებენ

© Министерство культуры Грузииგალაკტიონისა და ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმი
გალაკტიონისა და ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი პოეტების მშობლიურ სახლებში მუზეუმი 1966 წელს დაარსდა, თუმცა სახლ-მუზეუმებმა, ავარიული მდგომარეობის გამო, რამდენიმე წელია ფუნქციონირება შეწყვიტეს.

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში დიდი ქართველი პოეტების გალაკტიონ ტაბიძისა და ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმებს რესტავრაციას ჩაუტარებენ.
სახლ-მუზეუმი 1966 წელს დაარსდა. ის პოეტების მშობლიურ სახლებშია განთავსებული. აქ ინახება პოეტების პირადი ნივთები, ქართველი მხატვრების ნახატები, მე-19 საუკუნის თიხის ჭურჭელი, ნაქარგობის ნიმუშები და მრავალი სხვა.
გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზი ავარიულობის გამო წლებია არ ფუნქციონირებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დაიწყება. შეკეთდება სახურავები, მოეწყობა ფასადები, ინტერიერი, განათება, გათბობა, ასევე, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმის მისასვლელი პანდუსი. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება, განაცხადეს კულტურის სამინისტროში.

უწყებამ სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 258 ათასი ლარი გამოყო.

ყველა ახალი ამბავი
0