რას ჰპირდება „ოცნება “ ბიზნესს?

© Irakli Zarquaირაკლი ზარქუა
ირაკლი ზარქუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მმართველი პარტია ბიზნესს საგადასახადო კოდექსის უფრო მეტად ლიბერალიზაციას ჰპირდება, - განუცხადა „Sputnik“-ს „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ.
რას ჰპირდება „ოცნება “ ბიზნესს?

„ფინანსური პოლიცია, რომელიც წინა რეჟიმის მიერ ბიზნესზე რეკეტისთვის შექმნილი სადამსჯელო მაქანა იყო, საერთოდ ჩამოშორდება ბიზნესს, საფინანსო  უწყებები კომპანიებში რეგლამენტირებულად შევლენ. გარდა ამისა, მოგების გადასახადისგან საერთოდ გავათავისუფლებთ გაუნაწილებელ მოგებას. ეს არის გარკვეული სტიმული ბიზნესისთვის, რომ უფრო მეტად გაფართოვდეს", — განაცხადა ზარქუამ.

დღეს წამყვანი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელები  ბიზნეს-გაერთიანებების ხელმძღვანელებს  ჟურნალ “Business Time Georgia”-ს ორგანიზებით გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატში  შეხვდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0