ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლობლები მკვლელობის ფაქტს უარყოფენ.

თბილისი, 5 ოქტომბერი –  Sputnik. ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი ჯავახიშვილისა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში ოთხშაბათს, დილით მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ქართული მედიის ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და მას გულის შეტევა დაემართა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მკვლელობისა ან მოწამლვის ვერსიას გამორიცხავენ. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე  „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლითაა აღძრული, რაც თავისუფლების შეზღუდვას სამ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან შვიდ წლამდე ვადით გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0