თბილისი, 5 ოქტომბერი Sputnik. საქართველო მოსახლეობის 36% მზადაა 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცეს მმართველ პარტიას „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერს მოსახლეობის 13%, ამაზე მეტყველებს კვლევითი კომპანიაJPM Strategic Solutions-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა, რომელიც კომპანიამ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით შეასრულა.
საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ალასანიას პარტიას „თავისუფალი დემოკრატები“ რესპოდენტთა 4% უჭერს მხარს, ხოლო შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტულ პარტიას“ – 3%.
შემდეგ მოდის ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც გამოკითხულთა ხმების 2% მიიღო. ასევე 2% აქვს ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობას“.
გამოკითხულთა 36%-მა ჯერაც არ იცის ვის მისცემს ხმას არჩევნებზე.
ამრიგად JPM Strategic Solutions-ის კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტში ოთხი პრტია მოხვდება, რომელიც ხმების 5%-ზე მეტს მიიღებს. კვლევა JPM Strategic Solutions-ის მიერ დაქირავებულმა კომპანიამ GORBI ჩაატარა 27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე. სულ პირდაპირი ინტერვიურების მეთოდით გამოიკითხა 1193 ადამიანი. კვლევის ცდომილება +/- 2,8%-ია.