არჩევნები საქართველოში: საარჩევნო ბიულეტენები უკვე კონვეიერიდან ჩამოდის

გამოწერა

რამდენიმე მილიონი საარჩევნო ბიულეტენი თბილისის ტიპოგრაფიებში დაიბეჭდა. იხილეთ ბიულეტენების ბეჭდვის პროცესის ამსახველი ვიდეო Sputnik-ისგან.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკვეთით, ქვეყნის დედაქალაქის რვა სტამბა მთელი ქვეყნისთვის ბეჭდავს საარჩევნო ბიულეტენებს. 

სულ დაახლოებით 7.5 მილიონი ბიულეტენი დამზადდება. ბეჭდვის პროცესი 6 ოქტომბერს დასრულდება, არჩევნები კი 8 ოქტომბერს გაიმართება.

საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, ზოგ რეგიონში შუალედური და რიგგარეშე ადგილობრივი არჩევნებიც გაიმართება. აჭარაში ამ დღეს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიცაა დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0