„შენ შეგიძლია ცეკვა“ - საქართველოში ახალი ტელეპროექტი იწყება

© FB/ შენ შეგიძლია ცეკვა / So You Think You Can Dance„შენ შეგიძლია ცეკვა“ - საქართველოში ახალი ტელეპროექტი იწყება
„შენ შეგიძლია ცეკვა“ - საქართველოში ახალი ტელეპროექტი იწყება - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის პირველი გადაცემა 2016 წლის ბოლომდე გავა, მანამდე კი მთელ ქვეყანაში კასტინგი მიმდინარეობს.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. პროექტი სახელწოდებით „შენ შეგიძლია ცეკვა“ იწყება 2016 წელს ქართულ ტელესივრცეში — ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. ეს არის ამერიკული სატელევიზიო შოუს "So You Think You Can Dance" ანალოგი. სპეციალურად მონაწილეთა შესარჩევად პროექტისათვის საქართველოში ორიგინალური შოუს მთავარი პროდიუსერი ჯეფ ტაკერი ჩამოვიდა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ასეთი საცეკვაო შოუ კეთდება, იგი ძალიან პოპულარულია აშშ-ში და უკვე 11 წელია გრძელდება. მოხარული ვარ, რომ  საქართველოში გადმოაქვთ ამერიკული პრაქტიკა.  ყველა ქვეყანას თავისი განსაკუთრებული მიდგომა აქვს და ეს კარგია თუნდაც იმით, რომ ჩვენ ახალ ტალანტებს ვიპოვით. შოუში კი მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია: ქუჩის მოცეკვავეებიდან დაწყებული საბავშვო სტუდიების მოცეკვავეებით დამთავრებული“, — თქვა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ამერიკელმა პროდიუსერმა. 

შოუს მონაწილეთა კასტინგი უკვე დაიწყო. კონკურსანტების შერჩევა როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში მიმდინარეობს. 

„შოუ, რომელიც ნებისმიერ მონაწილეს ვარსკვლავის ბრწყინვალებას შესძენს! მხოლოდ ერთი მოძრაობა.. და ზღვარს მიღმა თვალისმომჭრელი და თავბრუდამხვევი სამყაროა. შენ, ვისაც გიყვარს ცეკვა, ასაკისა და გამოცდილების მიუხედავად, გელოდებით, აჩვენე ყველას, რომ შენ შეგიძლია ცეკვა!“, — ნათქვამია ტელეპროექტის ანონსში. 

ტელეშოუს ჟიურის შემადგენლობა ჯერ გასაიდუმლოებულია. უფრო დაწვრილებით ტელეშოუს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ


ყველა ახალი ამბავი
0