პარლამენტმა მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა უნდა შეცვალოს

გამოწერა
საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები უნდა შეცვალოს, რომლებიც მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის სასჯელის ფორმად პატიმრობას ითვალისწინებს, განუცხადა Sputnik-ს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა ლევან ვეფხვაძემ.
პარლამენტმა მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა უნდა შეცვალოს

„საკონსტიტუციო სასამართლო კანონშემოქმედებითი ორგანო არ არის, ის მხოლოდ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობას ამოწმებს. სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რომელიც მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის სასჯელის ფორმად პატიმრობას ითვალისწინებს“, — განაცხადა ვეფხვაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის მოხმარებას ეხება. სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით იხელმძღვანელა, როდესაც მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით უკანონო შეძენა-შენახვისთვის სასჯელის სახით პატიმრობა არაკონსტიტუციურ ნორმად სცნო.

ყველა ახალი ამბავი
0