ნანული სარაჯიშვილი ურალის კინოფესტივალის საუკეთესო ქალ მსახიობად დასახელდა

© FB / Александр Амировნანული სარაჯიშვილის პრიზი
ნანული სარაჯიშვილის პრიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი დააჯილდოვეს ქალის როლის ოსტატური შესრულებისათვის ალექსანდრე ამიროვის ფილმში „ტელი და ტოლი“.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. თეატრისა და კინოს მსახიობი ნანული სარაჯიშვილი რუსული კინოს ურალის პირველ კინოფესტივალზე დააჯილდოვეს.

კინოფორუმი 21-27 სექტემბერს მიმდინარეობდა ეკატერინბურგისა და სვერდლოვის ოლქის სხვადასხვა ქალაქების კინოთეატრებში.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა რუსი რეჟისორების ახალი ფილმების ჩვენება, ასევე კინემატოგრაფისტთა შეხვედრები მაყურებლებთან, მრგვალი მაგიდა და მასტერკლასები. ნანული სარაჯიშვილს გადაეცა ჯილდო საუკეთესო ქალის როლისათვის რეჟისორ ალექსანდრე ამიროვის ფილმში „ტელი და ტოლი“.

„საუკეთესო მამაკაცის როლისათვის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა ალექსეი გუსკოვი რეჟისორ  ვიქტორ დემენტის ფილმში „ნაპოვნი“ შესრულებული როლისათვის, იტყობინებიან ორგანიზატორები. 

ფესტივალის გრან-პრი ერგო ედუარდ ბორდუკოვის ფილმს „ყუთი“, ხოლო მაყურებელთა სიმპატიის პრიზი მიიღო ალექსანდრე კარპილოვსკის ფილმმა „“პიონერულ სიტყვას ვიძლევი —2“. 

კახი კალაძე - Sputnik საქართველო
კახი კავსაძე რუსეთში დააჯილდოეს

„ტელი და ტოლი“ ამ დროისათვის ნანული სარაჯიშვილის ბოლო ფილმია, რომელშიც მან ქართველი ქალის-სოფიკოს როლი შეასრულა. ფილმში მოქმედება ხდება ორ მეზობელ სოფელში ოსურ — ტოლიში და ქართულ —ტელიში. 

ისტორია მოგვითხრობს უბრალო ადამიანებზე, რომელთაც მიუხედავად იმისა რომ საზღვარი ყოფთ, მშვიდობიანი თანაცხოვრება სურთ. სურთ იცხოვრონ ისე, როგორც ცხოვრობდნენ მათი წინაპრები, რომლებიც ყველა კონფლიქტს კავკასიური ჩვეულებით — სუფრასთან, ღვინითა და სიმღერებით წყვეტდნენ. 


ყველა ახალი ამბავი
0