განათლების მინისტრმა და მიუსაფარმა ბავშვებმა ცარცით ერთად დახატეს

© FB / Александр Джеджелаваალექსანდრე ჯეჯელავა „ცარცით ხატვის ფესტივალზე“
ალექსანდრე ჯეჯელავა „ცარცით ხატვის ფესტივალზე“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში დღის სამი ცენტრი არსებობს, სადაც მიუსაფარ ბავშვებს შეუძლიათ ჭამა, დაბანა და სამედიცინო დახმარების მიღება. ამ ცენტრების ბავშვებმა „ცარცით ხატვის ფესტივალში“ მიიღეს მონაწილეობა.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეზოში „ცარცით ხატვის ფესტივალი“ გაიმართა, რომლის ფარგლებში მიუსაფარმა ბავშვებმა უწყების ტერიტორიაზე ასფალტი ცარცით მოხატეს.

ფესტივალს საფუძვლად დაედო კვლევა, რომელშიც მიუსაფარმა ბავშვებმა საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს სწავლის, არაფორმალური განათლების, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებების მიმართ. განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მონაწილეებს არა მარტო სიმბოლური საჩუქრები გადასცა, არამედ მათთან ერთად ასფალტის მოხატვაშიც მიიღო მონაწილეობა.

© Facebook / Aleqsandre Jejelava„ცარცით ხატვის ფესტივალზე“ ალექსანდრე ჯეჯელავამ ასფალტი ბავშვებთან ერთად მოხატა
„ცარცით ხატვის ფესტივალზე“ ალექსანდრე ჯეჯელავამ ასფალტი ბავშვებთან ერთად მოხატა  - Sputnik საქართველო
„ცარცით ხატვის ფესტივალზე“ ალექსანდრე ჯეჯელავამ ასფალტი ბავშვებთან ერთად მოხატა

„დღეს გვქონდა ძალიან სახალისო ღონისძიება. სამინისტროს ეზოში ცარცით ჩვენი პატარა საყვარელი ბავშვები ხატავდნენ, რომლებიც მონაწილეობენ ძალიან საინტერესო პროექტში, რაც გულისხმობს იმ ბავშვების ინტეგრაციას სასწავლო პროცესსა და საგანმანათლებლო სისტემაში, რომლებიც დღის ცენტრებისა და მიუსაფარი ბავშვების ცენტრების მომსახურებით“, — განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ესენი ნიჭიერი, არაჩვეულებრივი ბავშვები არიან, რომელთაც ბედმა ცხოვრების რთული დასაწყისი არგუნა. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ მათგან ყველაზე დიდი პატრიოტები და პროფესიონალები გამოდიან, აღნიშნა მინისტრმა.

,,ცარცით ხატვის ფესტივალში” მონაწილეობდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის, ქუთაისისა და  რუსთავის დღის ცენტრებში მყოფი მიუსაფარი ბავშვები. ცენტრებში ბავშვებს შეუძლიათ დაბანა, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების მიღება.

2016 წლის ივნისის მონაცემებით, თბილისის დღის ცენტრში 70-ზე მეტი ბავშვი დადის, რუსთავის ცენტრში — 16, ქუთაისის — 27. გარდა ამისა, თბილისის თავშესაფარში დადის 26 ბავშვი, რუსთავის — 11. აქედან 53% ქართველია, 25% — ბოშა, 17% — აზერბაიჯანელი. დანარჩენი 5% — სხვადასხვა ეროვნების.

ყველა ახალი ამბავი
0