„რაც შეეხება იმპორტის გაზრდილ მაჩვენებელს, აქ მნიშვნელოვანი წილი C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს ეკუთვნის, რომლებიც საქართველოს მთავრობას საჩუქრად გადაეცა და რომელთა საერთო ღირებულებაც 1 მილიარდ 400 მილიონზე მეტია. რაც შეეხება ექსპორტს, ის წინა თვეებშიც შემცირებული იყო, რადგან, ძირითადად, დამოკიდებული იყო რეექსპორტზე", — განაცხადა ბაირახტარმა.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-აგვისტოს პერიოდში 7,4 მლნ აშშ დოლარი (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 16%-ით მეტია. იანვარ-აგვისტოში იმპორტმა დაახლოებით 6,1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტმა კი 1,3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2015 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე 10%-ით ნაკლებია.