თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში სროლის შედეგად სულ ცოტა ექვსი ადამიანი დაიჭრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ CNN-ზე დაყრდნობით.
პოლიციის ინფორმაციით, ორი ინციდენტი ორშაბათს დილით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ერთდროულად, ერთმანეთისგან ერთი კვარტლის დაშორებულ ადგილებზე მოხდა. ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ამჟამად პოლიცია გამოძიებას აწარმოებს და ცდილობს, დაადგინოს, არის თუ არა კავშირი ამ ორ შემთხვევას შორის.