მძარცველებმა კიმ კარდაშიანს რამდენიმე მილიონი დოლარის ძვირფასეულობა გასტაცეს

© photo: Sputnik / Asatur Esayants / გადასვლა მედიაბანკშიკიმ კარდაშიანი
კიმ კარდაშიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიმ კარდაშიანი მეუღლემ, რეპერმა კანიე უესტმა, შეიტყო რა მომხდარის თაობაზე, ნიუ-იორკში მიმდინარე კონცერტი შეწყვიტა.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik.  შეიარაღებულმა მძარცველებმა პარიზში ამერიკული რეალითი-შოუების ვარსკვლავ კიმ კარდაშიანს რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა გასტაცეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.

თავის მხრივ, „როიტერი“ პოლიციაში საკუთარ წყაროს ეყრდნობა და წერს, რომ კიმ კარდაშიანს, რომელიც პარიზში დედასთან და დებთან ერთად ჩავიდა მოდის კვირეულზე დასასწრებად, ხუთი ბოროტმოქმედი დაესხა თავს.

თუმცა, მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვარსკვლავს პოლიციელების ფორმაში გამოწყობილი, ნიღბიანი და შეიარაღებული ორი პირი დაესხა თავს და იარაღით ემუქრებოდა.

კიმ კარდაშიანი მეუღლემ, რეპერმა კანიე უესტმა, შეიტყო რა მომხდარის თაობაზე, ნიუ-იორკში მიმდინარე კონცერტი შეწყვიტა. 

ინციდენტი პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს პარიზში კიმ კარდაშიანზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. რამდენიმე დღის წინ ვარსკვლავის დაცვამ ახალგაზრდა მამაკაცი გაანეიტრალა, რომელიც შეეცადა, საყვარელი რესტორნისკენ მიმავალ კარდაშიანს ფეხებში სცემოდა. 

ყველა ახალი ამბავი
0