აზერბაიჯანის მოქალაქე დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების ტრანზიტზე დააკავეს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშინარკოტიკების პარტია თბილისში
ნარკოტიკების პარტია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცავებმა "წითელი ხიდის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულის ავტომანქანიდან 8400 კაფსულა ამოიღეს, რომელიც ფსიქოტროპულ ნივთიერება პრეგაბალინს შეიცავს.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ა.მ. სასაზღვრო გამტარი პუნქტი „წითელი ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, იტყობინება შსს-ს პრესსამსახური. 

სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის საბარგულის იატაკის ქვეშ მოწყობილი სპეციალური სამალავიდან და საბარგულში დამონტაჟებული აირის ბალონიდან 8400 კაფსულა ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 2 კილოგრამ და 520 გრამ ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინს შეიცავს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერების ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გატანას აპირებდა", — ნათქვამია გავრცლებულ ინფორმაციაში. 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0