საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის რეალიზაცია იწყება

© photo: courtesy of port of Аnakliaანაკლიაში პორტის მსენებლობის დაწყების ცერემონია
ანაკლიაში პორტის მსენებლობის დაწყების ცერემონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად აშენდება. ის 9 ფაზას მოიცავს და საბოლოოდ, მისი გამტარუნარიანობა შესაძლოა წელიწადში 100 მილიონ ტონამდე ავიდეს.

თბილისი, 3 ოტომბერი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ, საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს(JSC Anaklia Development Consortium (Georgia) შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა. 

ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პროექტის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა. 

საუკუნის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის — ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა ანაკლიის ნავსადგური და მის უპირატესობებზე ისაუბრა. 

© საქართველოს მთავრობასაქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა.
საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა.  - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა.

"სტრატეგიული მდებარეობა, მაღალი გამტარუნარიანობა, ლოგისტიკური სერვისების განვითარების შესაძლებლობა, გაფართოებისა და განვითარების პერსპექტივა და სხვა მიმართულებები, შექმნის რეალურ საფუძველს, რათა საქართველომ შეასრულოს თავისი ისტორიული მისია, ახალი აბრეშუმის გზის დერეფანში. ამავე დროს, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ეძლევა სრული შესაძლებლობები, რათა იქცეს ჩვენი ქვეყნის მთავარ საზღვაო კარიბჭედ და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ცენტრად რეგიონში", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

ანაკლიის ნავსადგური იქნება უმსხვილესი პორტი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე.

"ეს საქართველოს მომავლის პროექტია და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ მასშტაბის სასიკეთო ცვლილებებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში" — აღნიშნა პრემიერმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განხილვის შედეგად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გაიმარჯვა.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, მჯერა, რომ კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად, პროექტი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში, ერთ-ერთი სამაგალითო გახდება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად აშენდება. ის 9 ფაზას მოიცავს და საბოლოოდ, მისი გამტარუნარიანობა შესაძლოა წელიწადში 100 მილიონ ტონამდე ავიდეს.

© საქართველოს მთავრობასაქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა.
საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა.  - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა.

პროექტის განსახორციელებლად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას ეტაპობრივად დაიწყებს. პროექტის პირველივე ფაზაში კომპანია 586 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ანაკლია - Sputnik საქართველო
აშშ-ში ანაკლიის პორტის პროექტი წლის სტატეგიულ პროექტად დასახელდა

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. 

"დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი უკვე ძალიან დიდი იმედით შეჰყურებს ამ პროექტს, რადგან ეს იქნება სტაბილური შემოსავლის წყარო ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ანაკლიის პროექტით ჩვენ ვაჩენთ სრულიად რეალისტურ იმედს მოსახლეობაში. ამ პროექტის საშუალებით, თანდათანობით, ძალიან ბევრ ადამიანს ექნება სამუშაო და ბევრი ოჯახი ამოისუნთქებს. მინდა აღვნიშნო ხელშეკრულების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე — ინვესტორი იღებს ვალდებულებას, საკუთარი ხარჯით ააშენოს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოსცეს სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის, ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიზნესცენტრი და სპორტული მოედნები. ეს ყველაფერი მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას, რეგიონს, მთელს ჩვენს ქვეყანას", — აღნიშნა პრემიერმა. 

ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლები — მამუკა ხაზარაძე და კურტ კონტი, ასევე კომპანია Van Oord-ის რეგიონული დირექტორი გოვერტ ვან ოორდი, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას, პროექტის მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადეს.


ყველა ახალი ამბავი
0