საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრზე თავდასხმისას ორი ადამიანი დაიჭრა

© AP Photo / Shakh Aivazovირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გორში ამომრჩევლებთან შეხვედრისას ირაკლი ოქრუაშვილს ესროლეს.

თბილისი, 2 ოქტომბერი— Sputnik. გორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატზე თავდასხმა- თავდაცვის ყოფილ მინისტრს ესროლეს, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2".

დაჭრილები არიან ყოფილი მინისტრის პირადი დაცვის წევრი და აქტივისტი, რომლებიც ამჟამად გორის გოსპიტალში იმყოფებიან, ოქრუაშვილზე დაყრდნობით იუწყება ტელეკომპანია.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, თავდასხმა ამომრჩევლებთან ოქრუაშვილის შეხვედრისას საღამოს ექვს საათზე მოხდა.

„შეხვედრა გვქონდა მოსახლეობასთან, მოვიდა 2 ტიპი უზრდელურად, ჩვენ ძალიან თავაზიანად, შემდეგ მოხდა შელაპარაკება, შემდეგ ამოიღო იარაღი და ისროლა ირაკლის მიმართულებით და დაგვეჭრა 2 კაცი. მათი მდგომარეობა სტაბიულურიაო ასე ამბობენ ექიმები,“-ტელეკომპანიის ეთერში აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილის შტაბის წარმომადგენელი.  

სამართალდამცავი ორგანოები მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

უახლოეს დროს საგანგებო ბრიფინგზე ოქრუაშვილი განცხადებას გააკეთებს.

ყველა ახალი ამბავი
0