თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. რომის პაპი ფრანცისკი ერთ დღიანი ვიზიტით ბაქოში ჩავიდა, ამის შესახებ Sputnik-აზერბაიჯანი იტყობინება.
ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პაპს დახვდნენ აზერბაიჯანის პირველი ვიცე პრემიერი იაგუბ ეიუოვი და სხვა ოფიციალური პირები.
პაპის ვიზიტი ბაქოში ადგილობრივ კათოლიკურ ეკლესიაში მესით დაიწყება. დღის მეორე ნახევარში რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური პირისპირ შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილხამ ალიევს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეები საზოგადოებისათვის განცხადებებს გააკეთებენ.
ასევე დაგეგმილია პონტიფიკოსის შეხვედრა კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს უფროსთან შეიხ ისლამ ალახშუკურ ფაშაზადესთან და აზერბაიჯანის სხვა რელიგიურ ლიდერებთან.