უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ელექტრონული რეესტრი შეიქმნა

გამოწერა
ელექტრონული სისტემა უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს მოიძიონ ინფორმაცია, თუ რომელ საარჩევნო უბანზე შეეძლებათ არჩევნებში ხმის მიცემა.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შექმნა, ნათქვამია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე.

ელექტრონული სისტემა უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს მოიძიონ ინფორმაცია, თუ რომელ საარჩევნო უბანზე შეეძლებათ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემა.

პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და სახელის მითითების შემდეგ, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირები ავტომატურ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას საარჩევნო უბნის მისამართისა და საკონტაქტო ტელეფონების შესახებ.

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრის მისამართია: https://www.geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace

ყველა ახალი ამბავი
0