მექსიკაში ვულკანის ამოფრქვევას ელოდებიან

© photo: Sputnik / Дмитрий Знаменский / გადასვლა მედიაბანკშივულკანი მექსიკაში
ვულკანი მექსიკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვულკანი კოლიმასა და ხალისკოს შტატების ტერიტორიაზე მდებარეობს და „ცეცხლოვანი ვულკანის“ სახელითაა ცნობილი.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. მექსიკაში, ვულკან კოლიმას სიახლოვეს მდებარე სოფლებიდან სამასამდე მცხოვრების ევაკუაცია მიმდინარეობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости პორტალ Informador-ზე დაყრდნობით.

„უკვე გახსნილია დროებითი საცხოვრებლები სამასამდე ადამიანისთვის კომალას მუნიციპიიდან და სხვა სოფლებიდან“, — განაცხადა მექსიკის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს გენერალურმა დირექტორმა მელკორ ურსუა კიროსმა.

მისი თქმით, პარასკევ საღამოს ვულკანის აქტიურობა გაძლიერდა, რასაც მაგმის ამოფრქვევა მოჰყვა.

ვულკანი კოლიმასა და ხალისკოს შტატების ტერიტორიაზე მდებარეობს და „ცეცხლოვანი ვულკანის“ სახელითაა ცნობილი. ეს აქტიური ვულკანია, რომელიც 1576 წლიდან დღემდე 40-ზე მეტჯერ ამოიფრქვა.

ყველა ახალი ამბავი
0