თბილისში ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა

© FB / Мэрия Тбилисиახალი ავტობუსები
ახალი ავტობუსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველ ეტაპზე ავტობუსები ბაგებიდან ორბელიანის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ქუჩებში მალე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები გამოჩნდება.

ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

© თბილისის მერიათბილისში ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი ავტობუსები გამოჩნდება.
თბილისში ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი ავტობუსები გამოჩნდება. - Sputnik საქართველო
თბილისში ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი ავტობუსები გამოჩნდება.

პირველი ათი ავტობუსი პოლონეთიდან უკვე ჩამოყვანილია. ისინი №61 სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებენ — ბაგებიდან ორბელიანის მოედნის მიმართულებით. ხოლო ის ავტობუსები, რომლებიც ამ ხაზზე მოძრაობდნენ, სხვა ხაზებს დაემატება, რაც ტრანსპორტის გადაადგილების ინტერვალის შემცირებას დაეხმარება.

„დღეს პირველი 10 ავტობუსი ჩამოვიდა და მზად არის. ავტობუსები უახლოეს რამდენიმე დღეში უკვე გავლენ №61 მარშრუტზე და დაიწყებენ მგზავრთა გადაყვანას. მძღოლები მომზადებული არიან, თუმცა, შემდეგი რამდენიმე დღე მათ მაინც ჩაუტარდებათ დამატებითი სწავლება. მძღოლებს სპეციალური ფორმები ექნებათ, სათანადოდ აღჭურვილი იქნებიან იმისთვის, რათა შეძლონ თანამედროვე ავტობუსების მართვა და მგზავრების მომსახურება“, — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ავტობუსების პრეზენტაციაზე.

მერმა და დედაქალაქის მთავრობის წევრებმა ავტობუსით გაისეირნეს და მათ კომფორტულობაში პირადად დარწმუნდნენ.

© photo: courtesy of Tbilisi City Hallპირველი ათი ავტობუსი პოლონეთიდან უკვე ჩამოყვანილია
პირველი ათი ავტობუსი პოლონეთიდან უკვე ჩამოყვანილია - Sputnik საქართველო
პირველი ათი ავტობუსი პოლონეთიდან უკვე ჩამოყვანილია

მეორე ეტაპზე ავტობუსები №51 ავტობუსის მარშრუტით — ბაგებიდან გლდანულამდე იმოძრავებენ.

თბილისის ავტოპარკი მომავალი წლის თებერვლამდე 143 ავტობუსით ეტაპობრივად განახლდება. ავტობუსები სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, იმუშავებს CNG საწვავზე, ანუ ბუნებრივ აირზე, რაც, დიზელის საწვავთან შედარებით, მნიშვნელოვნად ნაკლებ მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს.

თბილისის მერიას ავტოპარკის განახლების 4-წლიანი გეგმა აქვს. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. EBRD-ის საკრედიტო რესურსი 27 მლნ ევროა, ხოლო ევროკავშირის დაარსებული ფონდი E5P-ის გრანტის ოდენობა — 7 მლნ ევრო.

ყველა ახალი ამბავი
0