თბილისის „დინამომ“ უეფას ახალგაზრდულ ლიგაში „ქაირათთან“ წააგო

© FB/ Dinamo Tbilisi Academy"დინამო" თბილისი "ქაირათი"
დინამო თბილისი ქაირათი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველმა ტაიმმა გოლის გარეშე ჩაიარა, სამაგიეროდ, მატჩის მეორე ნახევარში სტუმრებმა სამი ბურთის გატანა შეძლეს.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. თბილისის U-19 საფეხბურთო კლუბმა „დინამომ“ ყაზახეთის „ქაირათთან“ საკუთარ მოედანზე ანგარიშით 0:3 წააგო. შეხვედრა უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველი რაუნდის ფარგლებში გაიმართა, იუწყება უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ორივე გუნდმა მატჩზე თამაშის შემტევი მოდელი აირჩია. ამის შედეგად ბურთი მოედნის ცენტრში თითქმის არ გაჩერებულა. პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა შეეძლოთ როგორც მასპინძლებს, ისე სტუმრებს, მაგრამ ეს, სხვადასხვა გარემოებების გამომ ვერცერთმა ვერ შეძლო.

გარდამტეხი მეორე ტაიმში 55-ე წუთი აღმოჩნდა. „დინამოს“ მცველმა ვახტანგ კაპანაძემ ბურთი საკუთარი გუნდი მეკარის მიმართულებით გაგზავნა, მაგრამ გიორგი კულუამ მისი სათანადო დამუშავება ვერ შეძლო და მეტოქემ — მაქსიმ კოტოვმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და სტუმრები დააწინაურა.

ხუთ წუთში სტუმრებმა ანგარიში გააორმაგეს. ამჯერად, გოლის ავტორი ახმატ ბახტიაროვი იყო. კულუას ბურთი ხელებშუა გაუძვრა.

„ქაირათი“ თავდაცვაზე გადავიდა. „დინამოელებმა“ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლეს. 72-ე წუთზე ბახტიაროვმა დუბლი გააფორმა — 3:0.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ალმათში 19 ოქტომბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0