თბილისის „დინამომ“ ფრანგ მეკარესთან კონტრაქტი გაწყვიტა

© FB/ FC Dinamo Tbilisiმეკარე ანტონი სკრიბი
მეკარე ანტონი სკრიბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანტონი სკრიბმა ქართულ გუნდში სულ რამდენიმე თვე დაჰყო.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო კლუბმა ორმხრივი თანხმობით კონტრაქტი გაწყვიტა ფრანგ მეკარესთან ანტონი სკრიბთან. ინფორმაცია ამის შესახებ კლუბმა Facebook-ის თავის ოფიციალურ საიტზე განათაავსა. 

28 წლის სკრიბი „დინამოს“ წლევანდელ ზაფხულში შემოუერთდა კლუბის ევროთასის კამპანიის დაწყების წინ. მანამდე სამი სეზონის განმავლობაში იგი ფრანგული „აიაჩოს“ ძირითადი მეკარე იყო. 

იურაი იარაბეკი - Sputnik საქართველო
იარაბეკი თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლებულია

რამდენიმე დღის წინ, ეროვნულ ჩემპიონატსა და ევრო ტურნირების კვალიფიკაციაში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი პოსტიდან გაათავისუფლეს. სლოვაკი სპეციალისტი „დინამოს“ სათავეში მიმდინარე წლის იანვარში ჩაუდგა. 

თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად თამაზ სამხარაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე იარაბეკის ასისტენტად მუშაობდა.


ყველა ახალი ამბავი
0