წალენჯიხაში გამგეობის ყოფილი შენობა დაიწვა

© ს. კაკაჩიაწალენჯიხაში გამგეობის ყოფილი შენობა დაიწვა
წალენჯიხაში გამგეობის ყოფილი შენობა დაიწვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შენობაში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, მესამე სართული ხანძრის შედეგტად სრულად განადგურდა.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. დღეს, გამთენიისას, ქალაქ წალენჯიხის ცენტრში მდებარე სამ სართულიან (მულტიფუნქციურ) შენობას, სადაც სხვადასხვა სამსახურები იყო განლაგებული, ცეცხლი გაუჩნდა. შენობის სახურავი და მე-3 სართული მთლიანად განადგურებულია.

ხანძარი - Sputnik საქართველო
ხანძარი თბილისში: დამწვარია მაღაზია „ბელას ტორტი“
 

ცეცხლის ლოკალიზებაში  ჩაერთო სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 11  ბრიგადა, სახანძრო — სამაშველო  სამსახურები. შედეგად, შესაძლებელი გახდა პირველ და მეორე სართულებზე ხანძრის გავრცელების საშიშროების თავიდან აცილება. 

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ამავდროულად მუშაობს ზარალის დამდგენი კომისია. 

შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

სოფო კაკაჩია
ყველა ახალი ამბავი
0