ამინდი საქართველოში: უქმეებზე ძლიერი ქარი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

© Flickr / bill lappქარიანი ამინდი
ქარიანი ამინდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უქმე დღეები საქართველოში ძირითადად უნალექოდ ჩაივლის, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, განაცხადეს გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

1 ოქტომბერი, შაბათი

დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდი იქნება. ზოგიერთ რაიონში ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დღე კი უნალექოდ ჩაივლის. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, ასევე ღრუბლიანი ამინდი იქნება. დასავლეთში დაუბერავს ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით, ხოლო აღმოსავლეთში — 8-13 მეტრი სიჩქარით.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 8-13, ხოლო დღისით — 21-26 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 1 — პლუს 4, ხოლო დღისით — 15-20 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 6-11 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 17-22. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 4 — პლუს 1, ხოლო დღისით — 12-17 გრადუსი სითბო.

თბილისში ღამით 9, ხოლო დღისით — 20 გრადუსი სითბო იქნება.

2 სექტემბერი, კვირა

ღრუბლიანი, მაგრამ უნალექო ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთში ქარის სიჩქარემ წამში, შესაძლოა, 20-25 მეტრს მიაღწიოს, ხოლო აღმოსავლეთში — 17-22 მეტრს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 12-17 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 23-28. მაღალმთიანეთში ღამით 0-5 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 18-23 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში, ბარში, ღამით მოსალოდნელია 7-12, დღისით — 18-23 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში ღამით — მინუს 3 — პლუს 2, ხოლო დღისით — 13-18 გრადუსი სითბო.

თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ღამით ჰაერი 10, ხოლო დღისით — 20 გრადუსამდე გათბება.

ყველა ახალი ამბავი
0