უეფას ახალი პრეზიდენტი საქართველოში შეხვედრებს მართავს

© FB / ФФГ ლევან კობიაშვილი და ალექსანდრ ჩეფერინი
ლევან კობიაშვილი და ალექსანდრ ჩეფერინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექსანდრ ჩეფერინმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის დამსახურება აღნიშნა.

 

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. უეფას ახალი პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ის უკვე შეხვდა ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ხელმძღვანელობას და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.

სფფ-ს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განიხილეს პროექტები, რომლებიც ფეხბურთის ფედერაციაში უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში განხორციელდა. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ფეხბურთის განვითარებისათვის აუცილებელ მიმართულებებზე, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, აღნიშნულია ფედერაციის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მათი საუბრის თემა იყო ასევე 2017 წელს საქართველოში დაგეგმილი ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი.

 

© FB/Giorgi Kvirikashviliალექსანდრ ჩეფერინი და გიორგი კვირიკაშვილი
ალექსანდრ ჩეფერინი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
ალექსანდრ ჩეფერინი და გიორგი კვირიკაშვილი

 

 ჩვენ გვჯერა ლევანის და მისი გუნდის, ისინი ბევრს შრომობენ, რაც ნამდვილად არ არის ადვილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მხარში ვუდგავართ არჩეულ ხელმძღვანელობას, რომელიც ცდილობს ფეხბურთის სასარგებლოდ იმოქმედო“, — განაცხადა ჩეფერინმა.

სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უეფას ახალ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი მან სწორედ საქართველოში განახორციელა.

 ბოლო პერიოდის მანძილზე ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით მას, გავეცანით მის ხედვას, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ღიად გამოვუცხადეთ მხარდაჭერა. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და მოხარული ვართ, რომ ჩვენ უეფას მხარდაჭერა გვაქვს“, — აღნიშნა კობიაშვილმა.

ალექსანდრ ჩეფერინი (სლოვენია) უეფას ახალ პრეზიდენტად 14 სექტემბერს ათენში, რიგგარეშე არჩევნებზე აირჩიეს. იქვე ოფიციალურად განაცხადეს, რომ უეფას პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა მიშელ პლატინიმ. წარსულში ცნობილი ფეხბურთელი თანამდებობიდან ფიფას ეთიკის კომისიამ გადააყენა. გადაწყვეტილების გასაჩივრების მცდელობა პლატინის მხრიდან წარუმატებლად დასრულდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0