თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ბათუმიდან გუნდებს შორის შეჯიბრებაში საქართველოს ჩემპიონი გახდა, აღნიშნულია ქვეყნის ჭადრაკის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბათუმელმა მოჭადრაკეებმა შვიდ ტურში ექვსჯერ გაიმარჯვეს და მხოლოდ დასკვნით დღეს, როცა ტიტულის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, თბილისის კლუბთან ბრძოლა ყაიმით — 3:3 დაასრულეს.
შემაჯამებელ ოქმში „ნონამ“ 13 ქულა მოიპოვა.
ვერცხლის მედალი ქვემო ქართლის გუნდმა „რუსთავმა“ მიიღო. მათ ანგარიშზე 12 ქულაა. მესამე ადგილზე გავიდნენ მოჭადრაკეები კლუბ „თბილისიდან“.