მარნეულში საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატის კუთვნილ აფთიაქში შეიჭრნენ

გამოწერა
დაზარალებული თვლის, რომ მას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავს დაესხნენ, თუმცა საქართველოს შს სამინისტროში ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.

თბილისი, 29 სექტემბერი– Sputnik.უცნობი პირები აფთიაქში შევარდნენ, რომელიც პოლიტიკური ბლოკ "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისათვის" მარნეულის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტაობის კანდიდატს ეკუთვნის და კარების მინა შეამტვრიეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия".

ინციდენტი გასულ ღამეს მოხდა. მამედოვის მტკიცებით, თავდამსხმელი იყო მარნეულის ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აზერ სულეიმანოვის ცოლისძმა რამინ გულიევი, რონელიც მას მოკვლით დაემუქრა, თუ ის თავის კანდიდატურას არ მოხსნიდა.

"შემოვიდა აზერ სულეიმანოვის ცოლისძმა რამინ გულიევი, მანამდე კი მან შეამტვრია კარი და მინა დაამსხვრია. მისი ძმა სამირ გულიევი მასთნ ერთად შემოვიდა და ისინი დანით ხელში მემუქრებოდნენ, თუ არ მოვხსნიდი ჩემს კანდიდატურას. ორივე დააკავეს და წაიყვანეს",- ყვება კამრან მამედოვი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ახმედ იმამკულიევი კატეგორიულად უარყოფს პარტიასთან სამირ და რამინ გულიევების რაიმე კავშირს.

"არა მგონია, რომ აზერ სულეიმანოვს სცოდნოდა მომხდარის შესახებ, რადგან რამდენადაც ვიცი, ეს ადამიანები იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და პარტიასთან მათ არანაირი ურთიერთობა არ აქვთ..პარტიას ამაში ვერავინ ვერ დაადანაშაულებს",-თქვა იმამკულიევმა.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე დაკავებული არავინ არ არის. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლებით "ნივთების დაზიანება ან განადგურება" და "მუქარა". დამნაშავეებს ემუქრება ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო მუშაობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ  წლამდე ვადით.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება.

არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ 19 პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები. წინასაარჩევნი კამპანიას თვალს ადევნებს 38 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, მათ შორის 9 ქვეყნის საელჩოების დამკვირვებლები.

ყველა ახალი ამბავი
0