იძულებით გადაადგილებულ პირებს თბილისსა და ხობში ბინებს მისცემენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliხედი თბილისზე
ხედი თბილისზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში ახალი საცხოვრებელი ფართი 12,6 ათასმა დევნილმა მიიღო.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში, უსასყიდლოდ, კიდევ 43 დევნილ ოჯახს გადაეცემა. დევნილები სახლებს თბილისსა და ხობში მიიღებენ.

ქუთაისში დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ. - Sputnik საქართველო
დევნილებს ქუთაისში საცხოვრებელი ბინები გადაეცათ

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 12 650-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.

დევნილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოში 259, 2 ათასი დევნილია დარეგისტრირებული. 


ყველა ახალი ამბავი
0