რომის პაპი ფრანცისკი საქართველოს 30 სექტემბერს სამდღიანი ვიზიტით ეწვევა. იხილეთ Sputnik-ის ფოტომასალა, რომელშიც პაპი ფრანცისკის ინტრონიზაციის ცერემონიასა და სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან გამართულ შეხვედრებს იხილავთ.
რომის პაპი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება. პონტიფიკოსი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტურგიას ჩაატარებს.
რომის პაპი ჩვენს ქვეყანას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოწვევით ესტუმრება. საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ, 2 ოქტომბერს ის აზერბაიჯანში გაემგზავრება.
პაპი ფრანცისკი 1936 წლის 17 დეკემბერს დაიბადა ბუენოს-აირესში. ის რიგით 266-ე პაპია.

ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპი ფრანცისკი ინტრონიზაციის ცერემონიაზე.

რომის პაპი ფრანცისკი ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე ინტრონიზაციის ცერემონიაზე.

მორწმუნეები ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპ ფრანცისკის ინტრონიზაციის ცერემონიას თვალს ადევნებენ.

რომის პაპი პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში კრაკოვის მოსახლეობას ესალმება.

5/14
© AP Photo
რომის პაპი ფრანცისკი რომში წმინდა ჯოვანის ჰოსპიტალს ესტუმრა.

რომის პაპი და სრულიად სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ეკუმენიკური ცერემონიის დროს ერევანში.

7/14
© AP Photo / Filippo Monteforte
რომის პაპი ფრანცისკე სირიელ ლტოლვილებს აეროპორტში დახვდა.

8/14
© AP Photo / l'Osservatore Romano
რომის პაპი ფრანცისკე სხვ ადასხვა აღმსარებლობის ლტოლვილებს ფეხებს უკოცნის იმის ნიშნად, რომ ღმერთის წინაშე ყველა თანასწორია.

ერევანში ვიზიტის დროს მორწმუნეები რომის პაპს ოვაციებით ხვდებოდნენ.

10/14
© AP Photo / Gregorio Borgia
რომის პაპი ფრანცისკე რომში მსახურებას ატარებს.

რომის პაპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას.

სრულიად სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II, რომის პაპი ფრანცისკე და სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი.

რომის პაპი ფრანცისკე ერევანში ვიზიტის დროს.

რომის პაპი ფრანცისკე სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქსიანთან შეხვედრის შემდეგ.