თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახების 6–დან 23 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის საკვები დანამატების გაცემა დაიწყო. დანამტები მინერალებსა და ვიტამინებს შეიცავს, განაცხადეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრეს–სამსახურში.
ამ ასაკობრივკატეგორიაში ამჟამად 13 ათასი ბავშვი შედის. ეს ბავშვზე გამოიყოფა წლიური ნორმა – 180 პაკეტი. ეს საკვები დანამატები რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) მიერ და ბავშვებში არასაკმარისი საკვები ნივთიერებების აღმოფხვრას უწყობს ხელს.
საქართველოში სოციალურად დაუცველის სტატუსი სპეციალური რეიტინგის კრიტერიუმებით განისაზღვრება. საკვებ დანამატებს ის ოჯახები მიიღებენ, რომელთა სარეიტინგო ქულებიც დაახლოებით 100 ათას ქულას შეადგენს.