პეტრე მამრაძე ღარიბაშვილის დაბრუნებას არ გამორიცხავს
„ჩვენ გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობა. ყველაზე მეტად კი გვახსოვს ის, რომ იმ პერიოდში მისი ცოლის ნათესავებმა საკმაოდ ბევრი პოზიცია დაიკავეს, ეს გახდა ქვეყნისთვის პრობლემა. ეს ივანიშვილის სიტყვებია“, — აღნიშნა მამრაძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა არ გამორიცხა, რომ ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობას ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან ამ თანამდებობაზე ივანიშვილი შეცვალა. საზოგადოებისთვის მოულოდნელად, ის პრემიერის თანამდებობიდან 2015 წლის დეკემბრის ბოლოს გადადგა. ამის შემდეგ მედია-საშუალებებში არაერთხელ საუბრობდნენ პოლიტიკაში მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ.