თბილისი, 27 სექტემბერი– Sputnik. "ახალი პოლიტიკური ცენტრ-გირჩის" პარტიის წარმომადგენლებმა პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკის "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისათვის" დატოვება გადაწყვიტეს.
ამგვარად, ოპოზიციური პარტიის წევრები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მომხრეებმა ჩამოაყალიბეს, 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. "გირჩმა" გადაწყვიტა დაეტოვებინა საარჩევნო ბლოკი "პლატფორმა-პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისათვის".
"ეს რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებაა, რადგან ბლოკს გააჩნია სერიოზული პრობლემები, როგორც პიროვნულ ურთიერთობებსა და მენეჯმენტში, ასევე ფინანსების თვალსაზრისით",-ნათქვამია Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თანაც, "გირჩმა" დიდი ხანია დატოვა ბლოკი, მაგრამ მისი წარმომადგენლები საარჩევნო სიაში დარჩნენ. ახლა მათ გადაწყვიტეს პოლიტიკურ გაერთიანებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვან.
ამჟამად ბურჭულაძის ბლოკში შედის მის მიერ შექმნილი პარტია "სახელმწიფო ხალხისათვის", ასევე "სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო" და "ახალი მემარჯვენეები".
"გირჩი" შექმნეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, რომლებიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჩამოშორდნენ.