„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემო, 2012 წელთან შედარებით, თავისუფალია. შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ პარტიას, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, მათ შორის მათაც, ვინც დამოუკიდებლად მონაწილეობს, სრული უფლებამოსილება გააჩნიათ, ესაუბრონ მოსახლეობას, თუმცა, ჩემი აზრით, თავისუფალ არჩევნებში მხარდაჭერას მიიღებენ ხალხის ინტერესებისთვის მებრძოლი ადამიანები. სწორედ ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებების მიხედვით იმოქმედონ, რომელიც გამომდინარეობს საზოგადოების ინტერესებიდან და არ წარმოადგენს რომელიმე პარტიის კერძო ინიციატივას ან ავტონომიურ უფლებას. ასეთია მშვიდობის მემორანდუმი", — განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველოს“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებს კონტრაქციების თაობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტი საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაჯაროებამდე იქნება ძალაში. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.