Carpool Karaoke: კრის მარტინი ჯეიმს კორდენის კარაოკე-ტაქსიში

გამოწერა

ვიდეოში ყველაფერი იმით იწყება, რომ კრის მარტინი აჩერებს მანქანას და მძღოლს ლოს-ანჯელესამდე წაყვანას სთხოვს, სადაც Super Bowl უნდა ჩატარდეს.

იქამდე კი მთელი 644 კილომეტრია. ასე აღმოჩნდება ჯგუფ Coldplay-ს ფრონტმენი და ვოკალისტი კრის მარტინი ჯეიმს კორდენის პოპულარული ტელეშოუს The Late, Late Show-ის რუბრიკა კარაოკე-ტაქსიში.

მეგობრები გრძელ მანძილს მხიარულად გალევენ და არაერთ სიმღერასაც შეასრულებენ. გადაცემა ფრიად საინტერესო და იმ მომენტისთვის ყველაზე მხიარული გამოვიდა, ვინაიდან ეს მხოლოდ კარაოკე კი არა, მინი-თავგადასავალი გამოდგა.

ყველა ახალი ამბავი
0