თბილისში ვერტიკალური პარკინგის კონსტრუქციები გამოჩნდება
„იდეა ეხება ავტომობილების ვერტიკალურ პარკირებას, ანუ მანქანების განთავსებას არა ჰორიზონტალურ, არამედ ვერტიკალურ სივრცეში, რათა განიმუხტოს ქალაქი ავტომობილებისგან, აგრეთვე მოხდეს მათი პარკირება ისე, რომ ხელი არ შეუშალოს სხვა ავტომობილებს და საცობები არ შეიქმნას. წარმოიდგინეთ, კარუსელი „ეშმაკის ბორბალი“, ოღონდ ელიფსურად გაწელილი…“, — აღნიშნა ცისკარიშვილმა.
ვერტიკალური პარკინგის კონსტრუქციის საცდელი ნიმუში საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით შეიქმნება.