სოსო ცინცაძე: „ბიზნესმენმა საკუთარი თავიდან „მონა“ ვერ გამოდევნა“

ერთი წელი ასოცირების ხელშეკრულებიდან
გამოწერა
წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღეს ბიზნესს მმართველი პარტიის დაფინანსებას არავინ აიძულებს, - განუცხადა პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ “Sputnik”-ს.
სოსო ცინცაძე: ბიზნესმენმა საკუთარი თავიდან „მონა“ ვერ გამოდევნა

„დღეს ბიზნესმენებს არავინ ემუქრება,  მაგრამ რატო ხდება, რომ ყველაზე მეტი შემოწირულობა აქვს მმართველ პარტიას? ამერიკაში და ევროპაში ასე არ ხდება, იქ თითქმის თანაბარია ოპოზიციისა და მმართველი პარტიისთვის შეწირული თანხები. არ აშინებენ ბიზნესმენებს. მაგრამ, ვინაიდან წინა ხელისუფლების პერიოდში  ყველა ბიზნესმენი შეშინებული და დამონებული იყო, მან საკუთარი თავიდან მონა ვერ გამოდევნა“, — განაცხადა ცინცაძემ.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შემოწირულობებმა გასული თვის 20 დღის განმავლობაში 3,3 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
შემოწირულობების რაოდენობით მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 994,2 ათასი ლარი, რომელსაც მოსდევს პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“ — დაახლოებით 638,1 ათასი ლარით.

ყველა ახალი ამბავი
0