რუსეთის საგარეო უწყებამ მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა

© courtesy of Giorgi Kvirikashviliმერაბ ბერძენიშვილი
მერაბ ბერძენიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა რწმენა გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთში გამოჩენილი მოქანდაკისა და მხატვრის მარადიული ხსოვნა იქნება.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოჩენილი ქართველი მოქანდაკისა და მხატვრის მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვეს.

როგორც სამძიმრის წერილშია აღნიშნული, რუსეთში მერაბ ბერძენიშვილის — „კულტურის ნათელი მოღვაწის, შესანიშნავი მოქანდაკისა და მხატვრის“ გარდაცვალება დიდი მწუხარებით მიიღეს.

საქართველოსა და რუსეთის ისტორიული და კულტურული საერთო თემები მერაბ ბერძენიშვილისთვის ყოველთვის შთაგონების დიდი წყარო იყო, აღნიშნულია წერილში.

© Sputnik/ Тункельშოთა რუსტაველის ძეგლის ავტორი მერაბ ბერძენიშვილი
შოთა რუსტაველის ძეგლის ავტორი მერაბ ბერძენიშვილი - Sputnik საქართველო
შოთა რუსტაველის ძეგლის ავტორი მერაბ ბერძენიშვილი

როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ბერძენიშვილი ავტორია დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძისა და სხვა მშვენიერი ქანდაკებების თბილისში, ასევე შოთა რუსთაველის — მოსკოვში.

„გულწრფელად ვუსამძიმრებთ მ. ბერძენიშვილის ნათესავებსა და მეგობრებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებში მისი მარადიული ხსოვნა იქნება, ხოლო ოსტატის ქმნილებები სიკეთის, მშვიდობისა და ხალხებს შორის მეგობრობის ნათელ გამოხატულებად დარჩება“, — აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი.

გამოჩენილი ქართველი მოქანდაკე, მხატვარი და გრაფიკოსი მერაბ ბერძენიშვილი 87 წლის ასაკში 17 სექტემბერს გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0