აზერბაიჯანში რეფერენდუმი შედგა

© AFP 2024 / ANDREJ ISAKOVICაზერბაიჯანის დედაქალაქი - ბაქო
აზერბაიჯანის დედაქალაქი - ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეფერენდუმი შემდგარად მიიჩნევა, თუ მასში მონაწილეობა ამომრჩევლის მინიმუმ 25%-მა მიიღო. ამ რეფერენდუმზე კი დღის 12 საათზე ამომრჩევლის 30,6% გამოცხადდა.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. რეფერენდუმი, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გაზრდასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, შედგა. რეფერენდუმზე ამომრჩევლის 30,6% გამოცხადდა, აღნიშნა ორშაბათს ცესკოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ფარიდ ორუჯევმა. 

ბაქოს პანორამა - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი ტარდება

აზერბაიჯანის საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რეფერენდუმი შემდგარად მიიჩნევა, თუ მასში ამომრჩევლის სულ ცოტა, 25% მიიღებს მონაწილეობას.

„რეფერენდუმზე ამომრჩევლის გამოცხადების მაჩვენებელი 12:00 საათისთვის 30,6% იყო“, — განაცხადა ორუჯევმა პრესკონფერენციაზე.

რეფერენდუმზეა გამოტანილია აზერბაიჯანის კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის საკითხი, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ხუთი წლიდან შვიდ წლამდე გაზრდას, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებას, ასევე, სახელმწიფო მეთაურისა და დეპუტატობის კანდიდატების ასაკობრივი ცენზის შემცირებას.

ყველა ახალი ამბავი
0