ამინდი საქართველოში: ხანმოკლე წვიმა, მთაში - თოვლი

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისვანეთის მთები
სვანეთის მთები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში მთელ საქართველოში არამდგრადი ამინდი იქნება, განაცხადეს გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

27 სექტემბერი, სამშაბათი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდი იქნება, მაგრამ უნალექო. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია ღამით 8-13, ხოლო დღისით — 18-23 გრადუსი, მაღალ მთაში კი ღამით — 1-6, ხოლო დღისით — 8-13 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 6-11, ხოლო დღისით — 18-23 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში ღამით მინუს 2 — პლუს 3, ხოლო დღისით — 10-15 გრადუსი სითბო.

თბილისში ასევე მოღრუბლული ამინდი იქნება, მაგრამ — უნალექო. ღამით ჰაერის ტემპერატურა 10, ხოლო დღისით — 22 გრადუსი იქნება.

28 სექტემბერი, ოთხშაბათი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარის სიჩქარე მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისშიც, წამში 10-15 მეტრი იქნება, ხოლო დროდადრო შეიძლება 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია ღამით 10-15, ხოლო დღისით — 16-21 გრადუსი; მაღალ მთაში ღამით — 0-5, ხოლო დღისით — 6-11 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 8-13, ხოლო დღისით — 16-21 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში ღამით მინუს 2 — პლუს 3, ხოლო დღისით — 8-13 გრადუსი სითბო.

თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება. ღამითა და დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება 11, ხოლო დღისით — 20 გრადუსი სითბო.

29 სექტემბერი, ხუთშაბათი

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონშიც ასევე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ხოლო მაღალ მთაში — თოვლი. ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოში წამში 10-15 მეტრს მიაღწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, შეიძლება 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია ღამით 8-13, ხოლო დღისით — 16-21 გრადუსი; მაღალ მთაში ღამით — მინუს 2 — პლუს 3, ხოლო დღისით — 7-12 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 7-12, ხოლო დღისით — 16-21 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში ღამით მინუს 3 — პლუს 2, ხოლო დღისით — 7-12 გრადუსი სითბო.

თბილისში მოსალოდნელია მაღალი ღრუბლიანობა. ღამე იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა ღამით 10, ხოლო დღისით — 20 გრადუსამდე გათბება.

ყველა ახალი ამბავი
0