თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. გიუმრის ისტორიულ „შავ ციხესიმაგრეში“ დღეს როკის ფესტივალი გაიმართება, რომელიც ათ როკ-ჯგუფსა და ორი ათასამდე მაყურებელს მოუყრის თავს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Sputnik-სომხეთი.
ფესტივალს ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცირანაპოხი“ ატარებს სომხეთის კულტურის სამინისტროს, სამხარეო ადმინისტრაციისა და გიუმრის მერიის მხარდაჭერით რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში.
„ჩვენ გვსურდა სომხეთის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავზე რაღაც არასტანდარტული გაგვეკეთებინა. როკ-ფესტივალის იდეა გასტროლების დროს დაგვებადა“, — აღნიშნა ჯგუფ Bambir-ის წევრმა ნარეკ ბარსეგიანმა.
ფესტივალში მონანწილეობას იღებენ: ჯგუფი Sima Cunningham (აშშ), Young Georgian Lolitaz (საქართველო), Black Marrows (საქართველო), Palm of Granite (აშშ), Bambir, Rozen Tal (სომხეთი).