საფრანგეთში დააკავეს ორი გოგონა, რომლებიც ნიცაში ტერაქტს გეგმავდნენ

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშისაფრანგეთის პოლიცია
საფრანგეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაზეთის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთის მიმართ წარსულში ერთხელ უკვე მიმდინარეობდა გამოძიება ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირის გამო.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საფრანგეთის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ორი გოგონა დააკავეს, რომლებიც ნიცაში ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ, იუწუება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Parisien-ზე დაყრდნობით.

გამოცემა წერს, რომ ნიცის მცხოვრები 17 და 19 წლის გოგონები, რომლებიც დაახლოებით ერთი კვირის წინ დააკავეს, მესენჯერ Telegram-ის საშუალებით უკავშირდებოდნენ ჯიჰადისტ რაშიდ კასიმს, რომელიც მესენჯერითვე ხელმძღვანელობდა გოგონებსაც და სხვა რადიკალ ისლამისტებსაც.  

გაზეთის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთის მიმართ წარსულში ერთხელ უკვე მიმდინარეობდა გამოძიება ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირის გამო.

ყველა ახალი ამბავი
0