„ჩემმა ბიჭმა ყველა ის ქართული სიტყვა უნდა იცოდეს, რასაც და როგორც ქართველები ვლაპარაკობთ. მან ნიუ-ჯერსის, რუზველტის სახელობის სკოლა დაამთავრა და, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში იზრდება, ქართულ იუმორს განსაკუთრებით კარგად გრძნობს და იმის შიში მიქრება, რომ ჩემი შვილი გაამერიკელდება“,- ამბობს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლიკა გიორგაძე.
ქართველი ქალბატონის მიერ შეწირული პირველი ხატი, რომელიც ასევე მხატვარმა, მამუკა გიორგაძემ შექმნა, სოფელ საზანოს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის პატარა ეკლესიისთვის დაიწერა.