დავით აღმაშენებლის განახლებული გამზირი საზეიმოდ გაიხსნა

გამოწერა
გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრნენ. სრულად განახლდა სახლების ძველებური აივნები, კარები და ჭიშკრები, გამოიცვალა ვიტრაჟები და ფანჯრები, ხოლო ისტორიული შენობების სადარბაზოებში აღმოჩენილ მხატვრობასა და წარწერებს ასევე სრული რესტავრაცია ჩაუტარდა.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში 2016 წლის თებერვალში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები აღმაშენებლის გამზირზე, დასრულდა, იუწყება თბილისის მერიის პრესსამსახური.

გამზირის გახსნის საზეიმო ცერემონია დღეს, 25 სექტემბერს გაიმართა, რომელსაც  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და ასევე თბილისის მოსახლეობა დაესწრნენ.

თბილისის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის" I ეტაპის სამუშაოები 2016 წლის თებერვალში დაიწყო და რეაბილიტაცია სხვადასხვა მიმართულებით ჩატარდა. პროექტზე საერთო ჯამში 30 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

პროსპექტზე მთლიანად გამოიცვალა საკომუნიკაციო სისტემა — გაზისა და წყლის მილები, ინტერნეტ- და ელექტროგაყვანილობა. მოეწყო სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემა.

აღსანიშნავია, რომ აღმაშენებლის №59-ში მდებარე შენობაზე მოეწყო ვერტიკალური ბაღი, დაირგო ხეები, კეთილმოეწყო ორი სკვერი, ხოლო შენობების ფასადები დეკორატიული მცენარეებით მოირთო. 

© Сайт Фонда развития Тбилисиვერტიკალური ბაღი აღმაშენებელზე
ვერტიკალური ბაღი აღმაშენებელზე - Sputnik საქართველო
1/7
ვერტიკალური ბაღი აღმაშენებელზე
© Sputnik / Denis Aslanovგანახლებული პროსპექტი საზეიმოდ გაიხსნა
განახლებული პროსპექტი საზეიმოდ გაიხსნა - Sputnik საქართველო
2/7
განახლებული პროსპექტი საზეიმოდ გაიხსნა
© Sputnik / Denis Aslanovთბილისელები და ქალაქის სტუმრები ახალ პროსპექტზე
თბილისელები და ქალაქის სტუმრები ახალ პროსპექტზე - Sputnik საქართველო
3/7
თბილისელები და ქალაქის სტუმრები ახალ პროსპექტზე

4/7

5/7

6/7

7/7
თბილისელები და ქალაქის სტუმრები ახალ პროსპექტზე
1/7
ვერტიკალური ბაღი აღმაშენებელზე
2/7
განახლებული პროსპექტი საზეიმოდ გაიხსნა
3/7
თბილისელები და ქალაქის სტუმრები ახალ პროსპექტზე
4/7
თბილისელები და ქალაქის სტუმრები ახალ პროსპექტზე
5/7
თბილისელები და ქალაქის სტუმრები ახალ პროსპექტზე
6/7
თბილისელები და ქალაქის სტუმრები ახალ პროსპექტზე
7/7
თბილისელები და ქალაქის სტუმრები ახალ პროსპექტზე

აღმაშენებლის გამზირზე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ფოსტიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთი მანქანებისთვის დაიკეტება და ღია კაფეები მოეწყობა.

ყველა ახალი ამბავი
0