თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. პოლიციის განცხადებით, უნგრეთის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების მიზეზი, შესაძლოა, ბუნებრივი აირის გაჟონვა იყო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ iTV–ზე დაყრდნობით.
აფეთქება ბუდაპეშტის ოქტოგონის მოედნის ტერიტორიაზე მოხდა.
vid🎞nad8348#ViktorOrban#UK #Europe pic.twitter.com/50zrG6LNAW
— Raven*H⚓️U*Wolf (@RavenHUWolf) September 24, 2016
როგორც მედიასაშუალებები იუწყებიან, ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის – პოლიციის თანამშრომელი. ამჟამად აფეთქების ადგილი პოლიციის მიერ ბლოკირებულია, მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია ახლომდებარე სახლებიდან, გასართობი ცენტრებიდან და სასტუმროებიდან.